შინაარსზე გადასვლა

Nintendo 64

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nintendo 64

Nintendo 64 კონტროლერით
სხვა სახელწოდებები Project Reality (კოდური სახელი), N64
შემქმნელი Nintendo IRD
მწარმოებელი Nintendo
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 23 ივნისი, 1996[1]
ჩრდ.ამ. 29 სექტემბერი, 1996[2]
ევრ 1, მარტი 1997[1]
ავს 1 მარტი, 1997[1]
ბრაზ 10 დეკემბერი, 1997[1]
საცალო გაყიდვაში 1996–2003
შეწყდა იაპ 30 აპრილი, 2002
ევრ 16 მაისი, 2003
ავს 2003
ბრაზ 2003
ჩრდ.ამ. 30 ნოემბერი, 2003
გაიყიდა მსოფლიოში: 32.93 მილიონი[3]
იაპონია: 5.54 მილიონი
ამერიკა: 20.63 მილიონი
ევროპა & ავსტრალია: 6.75 მილიონი
მედია Nintendo 64 Game Pak (შემნახავი)
მაგნიტური დისკი (64DD)
პროცესორი 64 ბიტიანი NEC-ის VR4300 @ 93.75 მგჰ
მეხსიერების საცავი 64 მბ Game Pak, 256 კბიტი (32 კბ) Controller Pak თამაშის პროცესის შესანახად
ამოღებადი საცავი SGI-ის RCP @ 62.5 მგჰ
კონტროლერის შეტანა Nintendo 64-ის კონტროლერი
ონლაინ სერვისები Randnet (მხოლოდ იაპონიაში)
SharkWire Online (მესამე მხარის)
ყველაზე გაყიდვადი თამაში Super Mario 64, 11.62 მილიონი (2003-ის მონაცემით)[4]
წინა Super NES
შემდეგი GameCube
საიტი ოფიციალური საიტი

Nintendo 64 (შემოკლებით N64) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. იგი იყენებს 64 ბიტიან პროცესორს და აქედანვე მოდის მისი სახელწოდებაც. კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 1996 წლის სექტემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში 1996 წლის ივნისს, ევროპასა და ავსტრალიაში 1997 წლის მარტს, ხოლო ბრაზილიაში იმავე წლის დეკემბერს. იგი არის ინდუსტრიაში უკანასკნელი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა კარტრიჯს, როგორც ძირითად შემნახველ ფორმატს. მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ 2001 წელს გამოვიდა MiniDVD-ზე დაფუძნებული კონსოლი GameCube, Nintendo 64 მაინც რჩებოდა გაყიდვაში 2003 წლამდე.

სისტემა აღჭურვილი იყო კომპანია NEC-ის მიერ შემუშავებული VR4300-ის ცენტრალური პროცესორით[5], Silicon Graphics-ის Reality Coprocessor-ის გრაფიკული პრცესორით, 4 მბ ოპერატიული მეხსიერებით (რომლის გაზრდა შესაძლებელი იყო 8მბ-დე). გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იყო სამი თამაში: Super Mario 64, Pilotwings 64 და Saikyō Habu Shōgi (ეს უკანასკნელი - მხოლოდ იაპონიაში) მასზე სულ გამოვიდა 388 ერთეული ვიდეო თამაში, მაშინ როდესაც, მის თანამედროვე კონსოლებზე, PlayStation და Sega Saturn იყო ორჯერ და სამჯერ მეტი რაოდენობით, ხოლო მისი წინამორბედი სისტემა SNES ითვლიდა 725 თამაშს. მიუხედავად ამისა, N64-ის ბიბლიოთეკა მოიცავდა ისეთ ცნობილ პროექტებს როგორებიც არის Super Mario 64, GoldenEye 007 და The Legend of Zelda: Ocarina of Time - აღიარებული ყველა დროის საუკეთესო თამაშებად[6][7][8].

მასზე მუშაობა დასრულდა 1995 წლის შუა პერიოდში, თუმცა ნინტენდომ რელიზი 1996 წლამდე გადადო[9]. როგორც ნაწილი მეხუთე თაობის კონსოლებისა, იგი კონკურენციას უწევდა PlayStation-სა და Sega Saturn-ს. თავდაპირველი ფასი შეადგენდა 199.99 ამერიკულ დოლარს[10] და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 32.93 მილიონი ეგზემპლარი[3] . Nintendo 64-ის წარმატებამ საშუალება მისცა დეველოპერებს შეექმნათ მისი სხვადასხვა ვარიანტები სხვადასხვა ფერებში,ასევე შეზღუდული რაოდენობის კონტროლერები. საიტ IGN-მა Nintendo 64 დაასახელა მე-9 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად ისტორიაში[11], ხოლო ჟურნალ Time-მა უწოდა "წლის მანქანა".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Nintendo 64 Roms: Games. Lycos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2008.
  2. IGN Staff. (27 სექტემბერი, 1996) Nintendo 64 Breaks Loose. IGN. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2015.
  3. 3.0 3.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (27 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-14. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2015.
  4. All Time Top 20 Best Selling Games (21 მაისი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი, 2006. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2008.
  5. Main specifications of VR4300TM-series. NEC. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2006.
  6. Legend of Zelda: Ocarina of Time. Metacritic. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  7. Ocarina of Time Hits Virtual Console. 1UP.com (2016 მაისი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2010.
  8. The Best Video Games in the History of Humanity. Filibustercartoons.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-21. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2010.
  9. Fisher, Lawrence M (6 მაისი, 1995). „Nintendo Delays Introduction of Ultra 64 Video-Game Player“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. Hill, Charles. Strategic Management Cases: An Integrated Approach, 10th ed.. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2013. 
  11. Hatfield, Daemon. Nintendo 64 is number 9. IGN. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nintendo_64&oldid=4551165“-დან