სამირა ეფენდი
სამირა ეფენდი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 აპრილი, 1991 (33 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
სამირა ეფენდი ვიკისაწყობში |
სამირა ეფენედი (აზერ. Samirə Azər qızı Əfəndiyeva;[1] დ. 17 აპრილი, 1991), ასევე ცნობილი როგროც „ეფენდი“ — აზერბაიჯანელი მომღერალი. 2021 წელს წარადგინა აზერბაიჯანი ევროვიზიის კონკურსზე, სიმღერით „Mata Hari“.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრელი კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეფენდის განსაკუთრებული პოპულარობა სამშბოლო მოუტანა შემდეგ კონკურსებში მონაწილეობამ: „Yeni Ulduz“ (2009), „Böyük Səhnə]“ (2014) და „The Voice of Azerbaijan“ (2015-2016; დაიკავა მესამე ადგილი).[1] 2017 წელს წარადგინა აზერბაიჯანი საერთაშორისო შეჯიბრზე „Silk Way Star“, რომელიც ალმათში, ყაზახეთში გაიმართა. ეფენდიმ კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.[2][3] 2019 წელს ეფენდიმ წარადგინა კონკურსზე „ნურსულთნის ხმა“. ეს იყო ფესტივალი რომელიც 2019 წელს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გაიმართა..[2]
2014 წელს მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის მონაწილის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე. ეფენდი კონკურსს მესამე ეტაპზე გამოეთიშა..[4] 2019 წელს კვლავ მონაწილეობდა ევროვზიის შესარჩევ კონკურსში სადაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნედა. მიუხედავად ამისა დამარცდა ჩინგიზ მუსტაფაევთან, რომელიც შეირჩია აზერბაიჯანის წარმომადგენლად ევროვიზიაზე.
2020–დღემდე: ევროვიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 28 თებერვალს აზერბაიჯანულმა ტელევიზია „İctimai Television“-მ დაანონსა რომ სამირა წარადგენა აზერბაიჯანს როტერდამში, 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე, სიმღერით „Cleopatra“.[2] 2020 წლის 18 მარტს ღონისძიება ჩაიშალა COVID-19 პანდემიის გამო. 2020 წლის 20 მარტს ეფენდიმ საკუთარ Instagram-ის ანგარიშზე გამოაცხადა რომ იგი აზერბაიჯანს 2021 წლის ევროვიზიის კონკურსზე წარადგენდა. 2021 წლის 15 მარტს შედგა სიმღერის „Mata Hari“ პრემიერა. მან შეასრულა სიმღერა ნახევარფინალში, მიიღო 138 ქულა და დაიკავა მე-8 ადგილი. ეფენდი ამ შედეგებით გავიდა ფინალში სადაც 65 ქულა მიიღო და მე-20 ადგილი დაიკავა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეფენდიზე ვრცელდებოდა ჭორი რომ ის ხვდებოდა ნორვეგიელ მუსიკოს ანდრეას ჰაუკელანდ, ცნობილს სასცენო სახელით „Tix“. „Sputnik Azerbaijan“-თან ინტერვიუში ეფენდიმ ისაუბრა ჰაუკელანდთან პოტენციურ ქორწინებაზე და განაცხადა რომ შესაძლოა მასთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო, ის ამბობდა: „თუ დავქორწინდი ალბათ ნორვეგიაში გადავალ. სადაც ჩემი ქმარია. მეც იქ ვიქნები."[5]
თავისუფალ დროს ეფენდი მართავს საკუთარ ტკბილეულის ბუტიკს, სახელწოდებით „Efendi Sweet“. ონლაინ ინსტაგრამის მაღაზია ყიდის სხვადასხვა სახის ტკბილეულს, მათ შორის ნამცხვრებსა და ეკლერებს.[4]
ეფენდი გამოკვეთილად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს. Instagram-ზე აქვეყნებდა აზერბაიჯანის მხარდამჭერ პოსტებს, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „Azərbaycanı Eurovision-2020 müsabiqəsində təmsil edəcək Samirə Əfəndi kimdir?“. BBC News Azərbaycanca (აზერბაიჯანული). 28 February 2020. ციტირების თარიღი: 28 February 2020.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Meet Azerbaijan's Eurovision 2020 artist Samira Efendi (28 February 2020). ციტირების თარიღი: 28 February 2020
- ↑ Dyussembekova, Zhazira. (5 October 2017) Qazaqstan TV starts broadcast of Silk Way Star contest en. ციტირების თარიღი: 28 February 2020
- ↑ 4.0 4.1 Efendi: 10 facts about Azerbaijan's Eurovision 2021 singer en-US (2021-04-28). ციტირების თარიღი: 2021-06-12
- ↑ Efentix: Azerbaijan's Efendi says she will move to Norway to be with TIX en-US (2021-06-02). ციტირების თარიღი: 2021-06-05