საველე ჰოსპიტალი
საველე საავადმყოფო — დროებითი საავადმყოფო ან მობილური სამედიცინო პუნქტი, რომელიც ბრძოლის დროს დაშავებულებზე ზრუნავს იქამდე, ვიდრე მათ მუდმივ დაწესებულებებში გადაიყვანენ. ეს ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა სამხედრო მედიცინაში, თუმცა სამხედრო ჰოსპიტლები შესაძლოა მოეწყოს სამოქალაქო სიტუაციაში, დაავადების აფეთქებისა და კატასტროფების დროს.[1]
საველე საავადმყოფო წარმოადგენს სამედიცინო პერსონალს, მობილური სამედიცინო აღჭურვილობით და ხშირად კარვის მსგავსი ფართო თავშესაფრით (ზოგჯერ გასაბერი სტრუქტურა), რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად მოხდეს მისი მოწყობა.ურბანულ გარემოში, საველე საავადმყოფო ხშირად იქმნება ადვილად მისაწვდომ და ძალიან თვალსაჩინო შენობაში (როგორიცაა სასახლე, რესტორანი, სკოლა და ასე შემდეგ). საველე საავადმყოფო ზოგადად უფრო დიდია ვიდრე დროებითი დახმარების სადგური, მაგრამ უფრო მცირე ვიდრე მუდმივი სამხედრო ჰოსპიტალი .
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, როგორიცაა ჟენევის კონვენციები კრძალავს თავდასხმას ექიმებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებზე, საზღვაო ჰოსპიტლებსა და იმ საავადმყოფოების შენობებზე სადაც გამოსახულია წითელი ჯვარი, წითელი ნახევარმთვარე ან სხვა ემბლემა, რომელიც დაკავშირებულია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან .
COVID-19-ის პანდემიის დროს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყო საველე ჰოსპიტლები. 2021 წლის აგვისტოში, გართულებული ეპიდ-სიტუაციის გამო, საველე ჰოსპიტალი მოეწყო თბილისშიც, დიღმის ოლიმპიური სპორტ კომპლექსის ერთ-ერთ არენაზე.[3]
ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „In pictures: Field hospitals set up around world“. BBC News. 30 March 2020.
- ↑ 2.0 2.1 Serbu, Jared (27 March 2020). „Army Corps sees convention centers as good option to build temporary hospitals“. Federal News Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2020.
- ↑ „ოლიმპიური სოფლის სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ“. რადიო თავისუფლება. 2021-08-15. ციტირების თარიღი: 2021-08-15.