შინაარსზე გადასვლა

ფიქრდანაშაული

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიქრდანაშაული (ინგლ. Thoughtcrime) — ტერმინი ჯორჯ ორუელის 1949 წლის ანტიუტოპიური რომანიდან „1984“. იგი არატრადიციული პოლიტიკური შეხედულებების, რწმენისა და „ინგსოცისთვის“ (რომელიც „ოკეანიაში“ დომინანტი იდეოლოგიური ძალაა) მიუღებელი მოსაზრებების მქონე ადამიანის დასახასიათებლად გამოიყენება. ქვეყნის ოფიციალური ენა „ენაახალი“ ტერმინს განმარტავს როგორც ინტელექტუალურ ქმედებებს ისეთი ადამიანისა, რომელსაც გააჩნია მიუღებელი პოლიტიკური მოსაზრებები. ამგვარად, მმართველი პარტია აკონტროლებს ოკეანიის მოქალაქეების მეტყველებას, მოქმედებებსა და აზრებს.[1]

  1. Orwell, George; Rovere, Richard Halworth (1984), The Orwell Reader: Fiction, Essays, and Reportage, San Diego: Harcourt, Brace, p. 409, ISBN 978-0-15-670176-1, https://archive.org/details/orwellreader00geor_0/page/409.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიქრდანაშაული“-დან