შინაარსზე გადასვლა

ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოგო
ლოგო
მუზეუმი მთავარი ფასადი

ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Philadelphia Museum of Art) — ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ფილადელფიის ფეარმონტის პარკში ბენ ფრანკლინის პარკვეის დასავლეთ ბოლოში, დაფუძნდა 1876 წელს ქვეყნის ას წლისთავთან დაკავშირებით და დღეისთვის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მუზეუმია. მნახველებისთვის კარი 10 მაისს, 1877 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი შენობის პირველი ნაწილი, რომელზეც მშენებლობა 1919 წელს დაიწყო, 1928 წლის გაზაფხულზე დასრულდა.

ყოველწლიურად მუზეუმი 20-მდე სპეციალურ გამოფენას აწყობს და მას დაახლოებით 800.000 ადამიანი სტუმრობს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სპეციალური გამოფენები, რომლებსაც ათასობით ადამიანი სხვადასხვა შტატიდან და საზღვარგარეთიდან დაესწრო იყო სეზანის (1996-ში, 548.000 მნახველი) და სალვადორ დალის (2005-ში, 370.000 მნახველი) ნამუშევართა გამოფენა. ამ გამოფენების უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მუზეუმმა მოახერხა კერძო კოლექციებიდან გამოეთხოვა მხატვართა თითქმის ყველა ცნობილი ნამუშევარი და მათი სრული კოლექცია წარმოედგინა მნახველებისთვის.

მუზეუმი განსაკუთრებით ცნობილია პენსილვანიის გერმანული ხელოვნების, მე-18 და მე-19 საუკუნეების ავეჯისა და ჭურჭლის მნიშვნელოვანი კოლექციებითა და ფილადელფიელი მხატვრის თომას იკინსის ნამუშევრებით.

მუზეუმი ცნობილია არა მხოლოდ მისი არქიტექტურითა და კოლექციებით, არამედ იმ როლითაც, რემელიც მან კინოფილმ „როკის“ განთქმულ სცენაში ითამაშა. ხშირად შეამჩნევთ მუზეუმის დამთვალიერებლების მცდელობას გაიმეორონ როკის ცნობილი არბენა მუზეუმის გარე კიბეებზე. ერთი პერიოდი კიბეების თავზე როკის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა, თუმცა მის მხატვრულ ღირებულებაზე მოქალაქეთა გაცხარებული კამათის შემდეგ ის ამ ადგილიდან მოიხსნა. ამჟამად მხოლოდ როკის ნაფეხურების ხილვა შეიძლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]