შინაარსზე გადასვლა

ჟერო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟერო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Platalea leucorodia
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697555

ჟერო, ნისკარტკოვზა[1] (Platalea leucorodia) — დიდი ზომის ფრინველი ლაკლაკისნაირთა (Ciconiiformes) რიგისა. სხეულის სიგრძე აღწევს 80 სნ, მასა 1,5 კგ. თეთრი ფერისაა, აქვს ბრტყელი, ბოლოში ნიჩბისებურად გაფართოებული ნისკარტი. ბუდობს ლერწამში, იშვიათად ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია დუნაის დაბლობიდან პრიმორიემდე. საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას (აგვისტო-სექტემბერი).

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 147.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჟერო&oldid=3989225“-დან