პეტრე I-ის კუნძული
Peter I Øy პეტრე I-ის კუნძული |
|||
---|---|---|---|
|
|||
ოფიციალური ენა | ნორვეგიული | ||
ფართობი | |||
- | სულ | 156 კმ2 | |
მოსახლეობა | |||
- | 2014 შეფასებით | 0 |
პეტრე I-ის კუნძული — დაუსახლებელი კუნძული ანტარქტიდის ნაპირიდან 400 კმ-ში, წყნარი ოკეანის ნაწილში, ბელინსგაუზენის ზღვაში, ალექსანდრე I-ის მიწის ახლომდებარე რაიონში. კოორდინატებია 68°51′ ს. გ. 90°35′ დ. გ. / 68.850° ს. გ. 90.583° დ. გ..
კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს ნორვეგია და მას თვლის საკუთარ დამოკიდებულ ტერიტორიად[1]. მაგრამ, ის მდებარეობს სამხრეთი განედის 60°-ის სამხრეთით — რეგიონში, სადაც ტერიტორიული პრეტენზიები არ არის აღიარებული უმრავლესი სახელმწიფოების მიერ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ზომებია — 19 კმ სიგრძეში და 11 კმ სიგანეში, მისი ფართობია — 156 კმ²[2]. უმაღლესი წერტილია (ლარს კრისტენსენის პიკი), რომლის სიმაღლეა 1640 მეტრი ზღვის დონიდან[3] — ესაა ვულკანური მასივის მწვერვალი, რომლისგანაც შედგება კუნძული. ის თითქმის მთლიანად (95 %-ით) დაფარულია ყინულით, მხოლოდ სანაპიროს ზოგიერთ მონაკვეთებზე არსებობს ხმელეთის ქვის მცირე ზოლები. არსებობს მხოლოდ სამი ადგილი, სადაც შესაძლებელია ნავიდან სანაპიროზე გადმოსვლა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული აღმოჩენილია 1821 წლის 11 იანვარს (ძველი სტილი) რუსული ექსპედიციის მიერ ფადეი ბელინსგაუზენის მეთაურობით და სახელი დაერქვა რუსეთის ფლოტის დამაარსებლის — იმპერატორ პეტრე I-ის პატივსაცემად. განუწყვეტელი ყინულების გამო, რომელიც ფარავს ზღვას, ექსპედიციის გემებმა ვერ შეძლეს კუნძულთან 14 საზღვაო მილზე (26 კმ) უფრო ახლოს მიახლოება, ამიტომ გადასვლა კუნძულზე ვერ მოხერხდა.
ადამიანები პეტრე I-ის კუნძულზე პირველად მივიდნენ მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 108 წლის შემდეგ. 1929 წლის 2 თებერვალს კუნძულზე გადავიდნენ ნორვეგიის პოლარული ექსპედიციის მონაწილეები გემით «ნორვეგია». მათ აღმართეს ნორვეგიის დროშა და კუნძული გამოაცხადეს ნორვეგიის საკუთრებად. 1931 წელს ეს პრეტენზია დაადასტურა ნორვეგიის პარლამენტმა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კანონი ბუვეს, პეტრე I-ის კუნძულის და დედოფალ მოდის მიწის შესახებ (ნორვეგიული)
- ↑ Peter I Øy // Norsk Polarinstitutt. (ნორვეგიული)
- ↑ კუნძულ პეტრე I-ის ნორვეგიული ტოპოგრაფიული რუკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-11. ციტირების თარიღი: 2015-05-21.