მტირალა არყი,[1]მეჭეჭიანი არყი[2][3] (ლათ.Betula pendula) — მცენარე არყისებრთაოჯახისა. 20–25 მეტრამდე სიმაღლის, საშუალო ზომის ხეა. აქვს მეტ-ნაკლებად სწორი, ზოგჯერ ფერდობისაკენ ქვევით გადახრილი ღერო. სანაყოფე ტოტების ფოთლები კვერცხის ან რომბის ფორმისაა, სიგრძეში 4–8 სმ, სიგანეში 3–5 სმ. ფესვთანური და ამონაყარი ყლორტების ფოთლები ფართოკვერცხისებრია. ქერქი ახალგაზრდა ღეროზე თითქმის თეთრია, უფრო ხნიერზე — მოშავო-მორუხო ფერისა. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. იზრდება ტყის ზედა და შუა სარტყლებში, აგრეთვე სუბალპურ ტყეებში 2100 მეტრამდე. გავრცელებულია კავკასიაში, ევროპაში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება კლდიან და ქვიან ადგილებში, ჩამონაზვავებზე, გაკაფულ ადგილებში.[1]