მეოტები
იერსახე
მეოტები (ძვ. ბერძნ. Μαιῶται, ლათ. Maeōtae) — ძველი ტომების კრებითი სახელი, რომლებიც სახლობდნენ ძვ. წ. I ათასწლეულში აზოვის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ, აგრეთვე ყუბანის შუაწელზე. სახელწოდება „მეოტები“ იხსენიება ანტიკურ ავტორებთან და ბოსფორის სამეფოს წარწერებში. სტრაბონი მეოტებს მიაკუთვნებს სინდებს, დანდარებს, დოსხებს და სხვ. მეოტების ნაწილი ენობრივად ადიღეების მონათესავე იყო, ნაწილი კი ირანულის. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში მრავალი მეოტი ბოსფორის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 585.