აუგუსტო პინოჩეტი
აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტე (ესპ. Augusto José Ramón Pinochet Ugarte; დ. 25 ნოემბერი, 1915 — გ. 10 დეკემბერი, 2006) — ჩილეს დიქტატორი პრეზიდენტი 1974–1990 წლებში. ხელისუფლებაში ჩილეს სოციალისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს დამხობის შემდეგ 1973 წელს მოვიდა. ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ხუნტას. დაამყარა მმართველობის სასტიკი რეჟიმი და პასუხისმგებელია 2000-ზე მეტი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მკვლელობაზე. ხელს უწყობდა მეურნეობისა და ეროვნული ბიზნესის განვითარებას. მისი რეჟიმის პირობებში ხდებოდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება. 1988 წელს წააგო პლებისციტი (სახალხო გამოკითხვა) და 1990 წელს დათმო პრეზიდენტის პოსტი, თუმცა მიიღო მუდმივი სენატორის წოდება, რაც მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა. 1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს ციხიდადან და ჩილეში დააბრუნეს, სადაც მის წინააღმდეგ კვლავ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმავე ბრალდებით, თუმცა სასამართლომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი დაპატიმრება საჭიროდ არ სცნო. პინოჩეტი 2006 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Augusto Pinochet (1915-2006) – A Biography დაარქივებული 2013-05-16 საიტზე Wayback Machine.
- France 24 coverage – Augusto Pinochet's Necrology on France 24
- BBC coverage (special report)
- Documentary Film on Chilean Concentration Camp from Pinochet's Regime: Chacabuco დაარქივებული 2007-02-12 საიტზე Wayback Machine.
- CIA Acknowledges Ties to Pinochet’s Repression from The National Security Archive
- Chile under Allende and Pinochet
- Human rights violation under Pinochet
- The Times obituary დაარქივებული 2007-02-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Analysis of economic policy under Pinochet by economist Jim Cypher in Dollars & Sense magazine
- Chile: The Price of Democracy დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. New English Review
- What Pinochet Did for Chile დაარქივებული 2008-07-06 საიტზე Wayback Machine. Hoover Digest (2007 No. 1)
- Pinochet and Me by journalist Marc Cooper
- When US-Backed Pinochet Forces Took Power in Chile - video report by Democracy Now!