კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმი
კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმი | |
---|---|
45.387766°00′00″ ჩ. გ. 75.709083°00′00″ დ. გ. / 45.38777° ჩ. გ. 75.70908° დ. გ. | |
დაარსდა | 12 ოქტომბერი, 1983[1][2] |
ქვეყანა | კანადა |
სტატუსი | სოფლის მეურნეობის მუზეუმი |
ვიზიტორები | 202 000[3] |
დირექტორი | კერი-ლეით ბურშილი[4] |
ოფიციალური საიტი | ingeniumcanada.org/cafm |
კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმი (ინგლ. Canada Agriculture and Food Museum, ფრანგ. Musée de l'agriculture et de l'alimentation du Canada) — სოფლის მეურნეობის ეროვნული მუზეუმი ოტავაში, ონტარიო, კანადა. მუზეუმი რამდენიმე შენობაშია განთავსებული, მათ შორის ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმაში. მუზეუმი მოქმედებს, როგორც „მომუშავე ფერმა“ და საზოგადოებას სთავაზობს საჯარო პროექტებსა და გამოფენებს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების შესახებ. ადგილზე მოწყობილი გამოფენების გარდა მუზეუმი ორგანიზებას უწევს ქვეყნის სხვა მუზეუმებში სოფლის მეურნეობის შესახებ გამოფენების მოწყობას.
ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმაში გამოფენა პირველად 1920 წელს მოეწყო (ამ პერიოდში კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმი ოფიციალურად არ გახსნილა). 1983 წელს მუზეუმი კანადის მთავრობამ ოფიციალურად გახსნა და მას სოფლის მეურნეობის მუზეუმი უწოდა. თავდაპირველად მუზეუმი მხოლოდ რძის პროდუქტების განყოფილებას მოიცავდა, მოგვიანებით კი გაფართოვდა და მუზეუმმა ცენტრალური საექსპერიმენტო ფერმისს სხვა შენობებიც დაიკავა. 2000 წლის მაისში მუზეუმს კანადის სოფლის მეურნეობის მუზეუმი ეწოდა, 2013 წლის მაისში კი ამჟამინდელი სახელი მიენიჭა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმის კოლექცია წარმოიქმნა მუზეუმიდან, რომელიც ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმაში იყო მოწყობილი 1920 წლიდან.[5] მოგვიანებით კოლექციის ზრუნვაზე პასუხისმგებლობა აიღო კანადის ეროვნულმა მუზეუმებმა (NMC). მიუხედავად ამისა ექსპონატთა ნაწილი კანადის ისტორიის მუზეუმსა და კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმში განთავსდა.[5]
1978 წელს, განიხილებოდა საკითხი ცენტრალური საექსპერიმენტო ფერმის ერთ-ერთ შენობაში სოფლის მეურნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ.[5] 1980 წელს, რძის განყოფილების ზედა სართული შეირჩა სასოფლო-სამეურნეო გამოფენების მოსაწყობად.[5] მუზეუმის შესაქმნელად მემორანდუმი გაფორმდა კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების დეპარტამენტსა და კანადის ეროვნულ მუზეუმებს შორის. მუზეუმების გაერთიანების მოთხოვნების თანახმად, ფერმის ზედა სართული უნდა განახლებულიყო. ეროვნული მუზეუმების გაერთიანების მიერ დაცული სასოფლო-სამეურნეო კოლექცია მომავალი სოფლის მეურნეობის მუზეუმისთვის ექსპონატების მთავარ წყაროს წარმოადგენდა. კანადის საჯარო სერვისებისა და შესყიდვების დეპარტამენტმა ფერმის სარემონტო სამუშაოები 1983 წლის აგვისტოში დაასრულა და მუზეუმთა გაერთიანების წყალობით პირველი ორი გამოფენა: „მეთივეობა კანადაში“ და „ოციანების ფარდული“ მოეწყო.[5] მუზეუმი ფორმალურად 1983 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა და მას სოფლის მეურნეობის მუზეუმი ეწოდა. მუზეუმის გახსნის დღიდან სამუშაო არეალი გაფართოვდა და თავდაპირველ, ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმასთან ერთად დღესდღეობით დაწესებულება შვიდ შემონას მოიცავს საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული მიზნებისათვის.[5]
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ძირითადი გამოფენები ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმაში ეწყობა, კანადის სოფლის მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო კვლევების დეპარტამენტის ცენტრში. მუზეუმი ცენტრალური საექსპერიმენტო ფერმის რამდენიმე ნაგებობას იკავებს.[6]
მუზეუმის მთავარ ნაგებობას „რძის პროდუქტების ფარდული“ ან „ნაგებობა 88“ წარმოადგენს, რომელიც სამსართულიანი ნაგებობაა და ორმაგადაა გადახურული.[7] შენობა აშენებულია ქვისაგან და ხის საშუალებითაა გადახურული. ცენტრალური საექსპერიმენტო ფერმის შენობა თავდაპირველად 1887-1888 წლებში აშენდა, თუმცა 1913 წელს ხანძრის გამო მთლიანად დაინგრა და ხელმეორედ აშენება გახდა საჭირო.[8] იმის გამო, რომ ეს ნაგებობა ისტორიულად რძის პროდუქტების კვლევებთან ასოცირდება, 1987 წელს მას ფედერალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად ფერმაში მდებარეობს როგორც მუზეუმი, ასევე სპეციალური სივრცე ჯოგისთვის რძის მოპოვების მიზნით.[8]
მუზეუმის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა ნაგებობებს შორისაა: „ღორების საჩვენებელი შენობა“ ან „ნაგებობა 91“.[9] ეს დაწესებულება 1911 წელს აშენდა და 1930 -იან წლებში განახლდა. მუზეუმის განთავსებამდე ამ ნაგებობაში ღორების შესამოწმებელი ცენტრი იყო მოწყობილი.[9] ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმის მიმდებარედ განთავსებული რამდენიმე შენობა კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმის მიერ ღონისძიებების მოსაწყობადაა განკუთვნილი: „ბალახეულის ფარდული“ ან „შენობა 95“, ასევე „მარცვლეული კულტურების ფარდული“ ან „შენობა 76“. ბალახეულის ფარდული აშენდა 1912 წელს რძის პროდუქტების კვლევების გაძლიერების მიზნით. ის დღესდღეობით მუზეუმის სპეციალური ღონისძიებებისა და საზაფხულო ბანაკების მოსაწყობ ადგილს წარმოადგენს.[8] მარცვლეული კულტურების ფარდული ასევე გამოიყენება ღონისძიებების მასპინძლობისათვის.[10]
ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმი ინგენიუმის (კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმების) შემადგენლობაში შედის, რომელიც ასევე მოიცავს: კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმსა და კანადის ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმს.[11] ინგენიუმის ძირითადი დანიშნულება კანადის სამეცნიერო და ტექნიკური მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა.
მუზეუმი ხშირად აწყობს გამოფენების ტურებს და ექსპონეტებს კანადის მცირე ზომის მუზეუმებს აწვდის.[12][13] მუზეუმს ასევე გააჩნია „ენერგიის პარკი“, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსებს იყენებს.[14] მუზეუმი აწყობს როგორც საზოგადოებრივ ღონისძიებებს, ასევე ხშირად სივრცეს უთმობს სპეციალურ და პირდაპირ ღონისძიებებს.[15][16][17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sutin, David (13 January 2015). „Canada Agriculture Museum“. The Canadian Encyclopedia. Historica Canada.
- ↑ მუზეუმის ოფიციალურად გახსნის თარიღი, მიუხედავად ამისა, ცენტრალურ საექსპერიმენტო ფერმაში გამოფენები 1920 წლიდან ეწყობოდა
- ↑ Ingenium visitors 2018-2019. Ingenium (2019). ციტირების თარიღი: 22 September 2020
- ↑ Kerry-Leigh Burchill. Ingenium (2020). ციტირების თარიღი: 24 March 2020
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 „Canada Agriculture Museum“. The Canadian Encyclopedia. Historica Canada. 13 January 2015. ციტირების თარიღი: 8 July 2020.
- ↑ Maps of the Central Experimental Farm. Government of Canada (17 September 2019). ციტირების თარიღი: 8 July 2020
- ↑ Main Dairy Barn. Canada's Historic Places. Parks Canada. ციტირების თარიღი: 8 July 2020
- ↑ 8.0 8.1 8.2 Ace, Darby. (18 November 2019) Historic barns bring architecture to life for students. Ingenium. ციტირების თარიღი: 8 July 2020
- ↑ 9.0 9.1 Swine Showcase Building No. 91. Directory of Federal Heritage Designation. Parks Canada. ციტირების თარიღი: 8 July 2020
- ↑ Cereal Barn. Ingenium (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 8 June 2020
- ↑ "National Science and Innovation Gala honours bright young minds, steampunk style". Ottawa Business Journal, Caroline Phillips, May 18, 2017
- ↑ "Stratford Perth Museum exhibit allows kids to explore the science behind the food they eat" დაარქივებული 2018-05-02 საიტზე Wayback Machine. . By Galen Simmons, Stratford Beacon Herald, October 4, 2017
- ↑ "Happy anniversary, Canada — and canola!". Manitoba Cooperator, January 6, 2017. Lorraine Stevenson
- ↑ "Mechanical stomach for renewable energy built by SRC". Global News, April 29, 2014
- ↑ Sutin, David. Canada Agriculture Museum.
- ↑ Sally Everett (12 April 2016). Food and Drink Tourism: Principles and Practice. SAGE Publications, გვ. 352. ISBN 978-1-4739-6595-9.
- ↑ "The Great Trail: Busy Day in Ottawa" დაარქივებული 2021-09-06 საიტზე Wayback Machine. . The Weather Network, August 25, 2017