ერითროციტები
ერითროციტები (ბერძნ. ἐρυθρός — წითელი და κύτος — უჯრედი, სათავსი), ასევე ცნობილი სახელწოდებით სისხლის წითელი უჯრედები — ადამიანის, ხერხემლიანი ცხოველებისა და ზოგიერთი უხერხემლოების სისხლის უჯრედები. ერითროციტების შემადგენლობაში შედის ცილოვანი ნივთიერება ჰემოგლობინი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის წითელ ფერს. ერითროციტების რაოდენობა 1მმ კუბში 4.5-5 მილიონია.
ფუნქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერითროციტების მთავარ ფუქნციად ითვლება ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში და ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანა, ამაში მათ ჰემოგლობინის მოლეკულა ეხმარება.. თუმცა, სუნთქვის პროცესში მონაწილეობის გარდა, ერითროციტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებსაც:
- გარემოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირება;
- სისხლისა და ქსოვილების იიზოოსმოსური წნევის შენარჩუნება;
- სისხლის პლაზმიდან ამინომჟავების, ლიპიდების აბსორბცია და მათი ქსოვილებში გადატანა.
ერითროციტების მომწიფებას ძვლის ტვინში 10-12 დღე ესაჭიროება.
სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანემიების შეფასებისას ჰემოგლობინის კოცენტრაციასთან და ჰემატოკრიტთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სისხლში ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრას. ერითროციტების დასათვლელად გამოიყენება
- გორიაევის სათვლელი ბადე;
- ავტომატური მთველი ან ანალიზატორი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Blood Groups and Red Cell Antigens by Laura Dean. Searchable and downloadable online textbook in the public domain.
- Database of vertebrate erythrocyte sizes.
- Red Gold, PBS site containing facts and history