Still Loving You
იერსახე
„Still Loving You“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — სკორპიონსი | ||||
ალბომიდან Love at First Sting | ||||
B-მხარე | Holiday | |||
გამოსვლის თარიღი | ივლისი, 1984 | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა |
4:48 (სინგლის ვერსია) 6:27 (ალბომის ვერსია) 6:12 (1992 წლის რემიქსი) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Universal Music Group | |||
ავტორ(ებ)ი |
კლაუს მაინე, რუდოლფ შენკერი | |||
პროდიუსერი | დიტერ დირკსი | |||
სკორპიონსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Still Loving You — გერმანული როკ ჯგუფ სკორპიონსის სიმღერა და სინგლი 1984 წლის ალბომიდან Love at First Sting. ეს იყო მეორე სინგლი ალბომიდან. მან მიაღწია სამოცდამეოთხე ადგილს ბილბორდის ცხელ ასეულში. სიმღერა მსმენელთა ფართო წრეებში აღიარებულია სკორპიონსის საუკეთესო სიმღერად მიუხედავად იმისა, რომ იგი მანამდე გამოშვებული და მეტად პოპულარული სინგლის Rock You Like a Hurricane ჩრდილში დგას. სინგლის 1.7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ საფრანგეთში. მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა დალაში, ტეხასი, Reunion Arena-ზე, და გამოშვებული იქნა 1984 წლის ივლისშივე[1]
ინტერვიუში Songfacts-თან, რუდოლფ შენკერი განმარტავს:
„ესაა ისტორია სასიყვარულო რომანის შესახებ, სადაც ისინი აღიარებენ, რომ შესაძლოა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყოს, მაგრამ აქვთ კიდევ ერთხელ ცდის სურვილი.[2]“
|
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი ვერსია (1984)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]7" სინგლი (Harvest 20 0329 7)
- Still Loving You (სინგლის ვერსია)- 4:48
- Holiday - 6:31 (ალბომიდან Lovedrive)
რემიქსი (1992)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]CD სინგლი (Harvest 1 C 560-204675-2)
- Still Loving You (რემიქსი - ალბომის ვერსია) – 6:12
- Still Loving You (რემიქსი - რადიოს ვერსია) – 3:58
- Media Overkill – 3:34 (ალბომიდან Savage Amusement)
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1984) | პიკური პოზიცია |
---|---|
საფრანგეთის სინგლების ჩარტი | 2 |
პორტუგალიის სინგლების ჩარტი | 1 |
გერმანიის სინგლების ჩარტი | 14 |
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული | 64 |
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები | 36 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მუსიკალური ვიდეო სკორპიონსის სიმღერაზე Still Loving You. mvdbase.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2010-05-06.
- ↑ Still Loving You. Songfacts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2010-05-06.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტექსტი სკორპიონსის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2012-12-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- მუსიკალური ვიდეო Still Loving You YouTube-ზე
|