Renault
ტიპი | სახალხო |
---|---|
დარგი | საავტომობილო ინდუსტრია |
დაფუძნდა | 25 თებერვალი, 1899 |
დამაარსებელი | ლუი რენო, მარსელ რენო, ფერნან რენო |
სათავო ოფისი | ბულონ-ბიანკური, საფრანგეთი |
პროდუქცია | ავტომობილი |
შემოსავალი | €37.79 მილიარდი (2008) |
თანამშრომელი | 129 070 ადამიანი (2008) |
შვილობილ(ებ)ი |
Automobile Dacia (99.43%) Renault Samsung Motors (80.1%) |
საიტი | renault.com |
რენო (ფრანგ. Renault S.A.) — ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც უშვებს მსუბუქ და სატვირთო მანქანებს, ფურგონებს, ავტობუსებსა და ტრაქტორებს. ნისანთან გაერთიანების შედეგად, დღეისთვის იგი რიგით მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა[1]. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ბულონ-ბიანკურში[2]. „რენოს“ ეკუთვნის რუმინულ ავტომწარმოებელი Automobile Dacia და კორეული Renault Samsung Motors. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ლიბანელი ფრანგი, კარლოს გონი. კომპანიის ყველაზე წარმატებული მანქანაა Renault Clio. ავტომობილების ძირითადი ნაწილი საფრანგეთში იყიდება. კომპანია ცნობილია მრავალი რევოლუციური დიზაინით, თავდაცვის ტექნოლოგიითა და მოტორბოლებში მონაწილეობით.
დაფუძნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1899 წელს შეიქმნა ძმებ რენოების საზოგადოება (ფრანგ. Société Renault Frères). დამფუძნებლები იყვნენ: ლუი, მარსელ და ფერნან რენოები, აგრეთვე, მათი მეგობრები – ტომას ევერი და ჟულიენ უიერი.
ლუი რენო გონიერი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა მექანიკოსი იყო. ძმებთან ერთად ბიზნესის წამოწყებამდე, რენოს უკვე ჰქონდა შექმნილი რამდენიმე მოდელის დიზაინი და პროტოტიპი აწყობილი. მისმა ძმებმა საქმის წარმოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინეს მამის სატექსტილო ფირმაში მუშაობისას. ახალ კომპანიაში ისინი ბიზნესის მართვით იყვნენ დაკავებულნი, ლუი კი დიზაინისა და ავტოწარმოების შემოქმედებით პროცესს წარმართავდა.
1898 წლის 24 დეკემბერს კომპანიის პირველი მანქანა, Renault Voiturette 1CV გაიყიდა საცდელი ტარების შემდეგ. მყიდველი ლუი რენოს მამის მეგობარი იყო.
1903 წლიდან რენომ საკუთარი ძრავების გამოშვებაც დაიწყო.
მარნას ტაქსები პირველ მსოფლიო ომში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წელს პირველი დიდი შეკვეთა – 1500 მანქანა გაიყიდა ერთბაშად. დამკვეთმა, გაქირავების ფირმამ, ტაქსებად სამუშაოდ იყიდა რენო-AG1[3]. 1914 წლის სექტემბერში, პირველი მსოფლიო ომის დროს, სწორედ ეს რენოს ტაქსები გამოიყენეს ფრანგული საჯარისო ნაწილების მისაყვანად პარიზიდან ბრძოლის ველამდე. მდ. მარნაზე ბრძოლა 7-14 სექტემბერს მიმდინარეობდა და მოკავშირეების გერმანელებზე გამარჯვებით დამთავრდა. მას შემდეგ ამ მანქანებს მეტსახელად „მარნას ტაქსებს“ უწოდებდნენ[4].
მეორე მსოფლიო ომის დროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წელს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, ლუი რენომ უარი თქვა ფაშისტური გერმანიისთვის ტანკების დამზადებაზე. „რენოს“ ქარხნებს მტერი აკონტროლებდა. 1942 წლის 3 მარტს ბრიტანეთის სამეფო სამხედრო ავიაციამ (RAF) 235 ბომბდამშენის საშუალებით 490 ტონა ბომბი ჩამოაგდო ბიანკურის ქარხნის ტერიტორიაზე[5]. ლუი რენომ ყველაფერი მოიმოქმედა წარმოების უმოკლეს ვადებში აღსადგენად, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 1943 წლის 4 აპრილს ამერიკის ავიაციამ დაბომბა ქარხანა. იმავე წლის 3 და 15 სექტემბერს ამერიკელებმა კვლავ დაბომბეს ქარხანა[6].
1944 წლის სექტემბერის დასაწყისში, პარიზის განთავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში, ბიანკურის ქარხნის ჭიშკარი მეპატრონისთვის ისევ გაიღო. ბიზნესის აღდგენა ნელი ტემპით მიდიოდა. საქმეს ხელს უშლიდა შეთქმულებები და პოლიტიკური ინტრიგები. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 1944 წლის 23 სექტემბერს ლუი რენო და კიდევ რამდენიმე მსხვილი ავტომწარმოებელი დააპატიმრეს[6]. 1936-1938 წლებში გამართული გაფიცვების მკაცრად ჩახშობისას რენომ პოლიტიკური მოკავშირეები დაკარგა. ამიტომ, მოგვიანებით გასაჭირში ჩავარდნილ ავტომეწარმეს არავინ გაუწოდა დახმარების ხელი.
მოსამართლის წინაშე საკუთარი სურვილით გამოცხადებული ლუი რენო ფრენის ციხეში (Fresnes) ჩასვეს. 1944 წლის 24 ოქტომბერს, სასამართლო განხილვის მომლოდინე მეწარმე, საპყრობილეში გარდაიცვალა გაურკვეველ სიტუაციაში[7]. 1945 წლის 1 იანვარს შარლ დე გოლმა დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილ ლუი რენოს სიკვდილის შემდეგ ჩამოერთვა კომპანია. ორ კვირაში, 16 იანვარს „რენოს“ ნაციონალიზაცია მოხდა და იგი ოფიციალურად გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. თუმცა თავიდან რამდენიმე სხვა ავტომეწარმეც დააკავეს, მხოლოდ ლუი რენოს ქარხნები გაასხვისეს სამუდამოდ და უაპელაციოდ. რენოს ოჯახმა ორჯერ სცადა სამართლის სასამართლოს გზით აღდგენა, ჯერ 1945 წელს, მოგვიანებით კი – 1961 წელს, მაგრამ პასუხად ცივი უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა მთავრობის ქმედების განსჯის უფლება.
თანამედროვე პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წლის 27 მარტს ხელი მოეწერა რენო-ნისანის ალიანსს. „რენოს“ ეკუთვნის „ნისანის“ 44.4%, ხოლო „ნისანს“ „რენოს“ მხოლოდ 15%.
2010 წელს რენო-ნისანმა გამოაცხადა „დაიმლერთან“ ალიანსის თაობაზე.
2012 წლის დეკემბერში ალჟირის ეროვნული საინვესტიციო ფონდი (FNI), საფრანგეთის ავტომობილების წარმოების ეროვნულმა საზოგადოებამ (SNVI) და „რენომ“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ალჟირში, ქალაქ ორანთან ახალი ქარხნის აშენების თაობაზე.
ამჟამინდელი მოდელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად, Renault აწარმოებს შემდეგ მოდელებს
- Alaskan (2016, პიკაპი)
- Captur (2013)
- Clio IV (2012, ჰეჩბექი)
- Duster Oroch (2015, პიკაპი)
- Espace V (2015)
- Fluence (2010/2012)
- Kadjar (2015)
- Kangoo II (2009/2013)
- Koleos (2007/2013)
- Kwid (2015, ჰეჩბექი)
- Megane IV (2016, ჰეჩბექი)
- Pulse (2012, Nissan Micra-ს ვერსია ექსკლუზიურად ინდოეთისთვის)
- Safrane II (2008)
- Scala (2012, Nissan Latio-ს ვერსია ექსკლუზიურად ინდოეთისთვის)
- Scénic III (2009/2013, Grand Scénic-ის სახითაც არსებობს)
- Symbol (2012, სტილისტურად შეცვლილი Dacia Logan)
- Talisman (2015)
- Twingo III (2015, ჰეჩბექი)
- Twizy (2012)
- Zoe (2012, ჰეჩბექი)
- Logan (2004)
- Sandero (2008)
- Twingo II (2007)
- Modus (2004)
- Clio II (1998; HB, saloon as Symbol)
- Clio III (2005/2009; HB, 3 და 5-კარიანი, Grand Tourer, saloon as Symbol II, GT, RS)
- Mégane II (2002/2006; CC, saloon, RS, R26.R, HB ჯერაც ხელმისაწვდომია რამდენიმე ქვეყანაში, რამდენიმე GT დარჩენილია მექსიკაში)
- Mégane III (2009; HB 3 და 5 კარიანი, Grand Tourer)
- Scénic III (2009; ასევე ხელმისაწვდომია Grand Scénic-ის სახელით)
- Espace IV (2002; ასევე ხელმისაწვდომია Grand Espace-ის სახელით)
- Kangoo II (2009)
- Trafic (2003)
- Laguna III (2007/2009; HB, Grand Tourer)
- Safrane II (2008)
- Vel Satis (2002)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Renault Samsung Motors დაარქივებული 2008-05-26 საიტზე Wayback Machine.
- Renault Sport დაარქივებული 2004-09-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2010-01-13.
- ↑ "BOULOGNE-BILLANCOURT - RSAS დაარქივებული 2009-09-23 საიტზე Wayback Machine. ." Renault. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2009.
- ↑ Smith, Michael Stephen (2006). "The Automobile and its Allies". The Emergence of Modern Business Enterprise in France, 1800-1930. Harvard Studies in Business. 49. Harvard University Press. pp. 402-405.
- ↑ Une page d'histoire - le taxi de la Marne https://www.francebleu.fr/emissions/la-page-d-histoire/une-page-d-histoire-le-taxi-de-la-marne
- ↑ Ben Macintyre, Agent Zigzag, p37, Bloomsbury, 2010. http://www.bloomsbury.com/uk/agent-zigzag-9781408811498/[მკვდარი ბმული]
- ↑ 6.0 6.1 "Automobilia". Toutes les voitures françaises 1940–46 (les années sans salon). Paris: Histoire & collections. Nr. 26: Page 5. 2003.
- ↑ Ager, D. E; Wright, Sue; Hantrais, Linda; Howorth, Jolyon (1974). Language, politics, and society, p. 46-47