მინდორო
მინდორო — მეშვიდე კუნძული ფართობის მიხედვით ფილიპინებში. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ლუსონი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — პალავანი. ამჟამად მინდორო იყოფა ორ პროვინციად: დასავლეთი მინდორო და აღმოსავლეთი მინდორო, 1950 წლამდე იგი არ იყოფოდა მხოლოდ ერთ პროვინციას წარმოადგენდა.
კუნძულის ფართობი შეადგენს 9,8 ათას. კმ², მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მიხედვიით 74-ე ადგილი უკავია. აქ მრავლადაა მაღალი მთები და ვულკანები, მათ შორის ყველაზე დიდია მთა ალკონი (2582 მ) და ბაკო (2488 მ). მინდოროზე მოიპოვება გრანიტი და დიორიტი. კუნძულზე ბევრი მდინარე და ტბაა, ტბებს შორის უდიდესია ნაუჰანი.
კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. მინდოროზე მოჰყავთ დიდი რაოდენობით ციტრუსი, ბანანი, რამბუტანი და ქოქოსი. სამხრეთ ნაწილში მოჰყავთ ხორბლეული, შაქარი და სიმინდი. განვითარებულია მეთევზეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 709.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mindorenyos - Connecting Mindoro People დაარქივებული 2018-03-29 საიტზე Wayback Machine.
- Online Community for Mindorenyos
- Born to be Wild: Mindoro, 06/19/2008