შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ჩრდილოეთ კვიპროსის დროშა
ჩრდილოეთ კვიპროსის დროშა

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (თურქ. Kuzey Kıbrıs Türk Cumhuriyeti (KKTC)) — საერთაშორისო სამართლით არაღიარებული სახელმწიფო, რომელსაც კუნძული კვიპროსის ჩრდილოეთი მესამედი უჭირავს. 1975-83 წლებში ამ ტერიტორიას ერქვა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფო“. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩრდილოეთი კვიპროსი ცნო.

ჩრდილოეთი კვიპროსის მოსახლეობა შეადგენს 200 ათას ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობა ეროვნებით თურქია (ადგილობრივი თურქები და ანატოლიის თურქები). ქვეყნის დედაქალაქია ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც ასევე კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქია.

15 ნოემბერი — ამ დღეს...

ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი
  • 1492 : ქრისტეფორე კოლუმბმა (სურათზე) პირველად აღწერა საკუთარ დღიურში თამბაქო, რომელსაც ინდიელები იყენებდნენ.
  • 1791 : აშშ-ის პირველი კათოლიკური კოლეჯი — ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი — გაიხსნა.
  • 1889 : ბრაზილიაში ამბოხებულებმა იმპერატორი პედრუ II გადააყენეს და ქვეყანა რესპუბლიკად გამოაცხადეს.
  • 1920 : ერთა ლიგის პირველი ასამბლეა შეიკრიბა ჟენევაში.
  • 1971 : ინტელმა მსოფლიოში პირველი ერთჩიპიანი მიკროპროცესორი „4004“ გამოუშვა.
  • 1988 : ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი — პალესტინის ეროვნული საბჭო პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს.
  • 2022 : გაეროს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი